როგორ დავწვათ ზედმეტი კალორიები

როგორ დავწვათ ზედმეტი კალორიები

ამისთვის სულაც არ არის საჭირო, მოიმოქმედოთ რაიმე განსაკუთრებული. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რა საქმიანობა რამდენ კილოკალორიას დაწვავს თქვენს ორგანიზმში, მით უმეტეს, ისე, რომ სიამოვნებაც მიიღოთ, თანაც, ნამდვილად არ მოგიწევთ არც შიმშილი და არც ფიტნეს-კლუბებში სირბილი.

1) მიწაზე მუშაობა ან ყვავილების მოვლა ბაღში, ეზოში ან აგარაკზე – სულ რაღაც 30 წუთის შემდეგ 350 კილოკალორია დაიწვება. ზუსტად ამდენი კალორიის დასაწვავად სახტუნაოთი მთელი საათი უნდა იხტუნაოთ.

2) შოპინგი – ნახევარ საათში 250 კილოკალორია. სიამოვნების ხარისხი თავად დაადგინეთ.

3) კიბეებზე ასვლა-ჩასვლა – 300 კილოკალორია დაიწვება, რისთვისაც სარბენ ბილიკზე 45 წუთის განმავლობაში სირბილია საჭირო.

4) კოცნა ტუჩებში – 2-3 წუთში 150 კილოკალორია.

5) ნახევარსაათიანი სექსი უდრის ერთსაათიან აქტიურ ვარჯიშს ტრენაჟორებზე.

6) ველოსიპედი – ნახევარსაათიანი, საშუალო სიჩქარით სეირნობა 900 კილოკალორიას დაწვავს, რაც 15-წუთიან აჭიმვებს უდრის.

7) კბილების გაწმენდა დილა-საღამოს – 5 წუთში 30 კილოკალორია.

8) მხიარული დასვენება – ტახტზე წამოწოლილმა იქნიეთ ხელები და ფეხები და თან იცინეთ – 15 წუთში 200 კილოკალორია.

9) საოჯახო საქმეები ღიღინის თანხლებით: ა) გაზქურასთან 10 წუთი დგომა  =  25-მეტრიან აუზში შვიდჯერ გაცურვა-გამოცურვას;

ბ) 1 საათის განმავლობაში სახლის დალაგება = ნახევარსაათიან კროსს;

გ) 1 საათის განმავლობაში ბავშვის მოვლა = 25-წუთიან სტეპ-აერობიკას;

დ) 15 წუთი მანქანის რეცხვა = 15 წუთიან აერობიკას.