ბრიტნი სპირსი ყველაზე მდიდარია

ბრიტნი სპირსი ყველაზე მდიდარია

გუშინ გამოცემამ  “Forbes” ყველაზე მდიდარი ქალ მომღერალთა მორიგი ჩამონათვალი გამოაქვეყნა.

გაგიკვირდებათ და ამ სიის სათავეში ამერიკელი მომღერალი ბრიტნი სპირსია. აღმოჩნდა რომ ქალბატონ ბრიტნის პოპულარობა დღემდე არ დაუკარგავს და მიმდინარე წელს 58 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მეორე საფეხურზე მომღერალი ტეილორ სვიფტი გავიდა. მიმდინარე წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა თავისი გამოსვლებითა და გაყიდული ალბომებით 57 მილიონი დოლარი დააგროვა.

საპატიო მესამე პოზიციაზე რიანა აღმოჩნდა. ბარბადოსული ფესვების მქონე ქალმა 53 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ლედი გაგამ წინა წლების მიღწევები გააუარესა და 52 მილიონი დოლარით მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა. გასულ წელს ქალბატონი გაგას მონაპოვარი 90 მილიონ დოლარს შეადგენდა. ნანახია - 559