შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ: 2014 წლის დეკემბერი 433 660 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 10,5 %–ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-დეკემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 493 492 ვიზიტი განხორციელდა, რაც 1,9%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი - 2 218 050 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 40,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,4%); ბ) ტრანზიტი - 1 110 015 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 20,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,6%); გ) სხვა - 2 165 427 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 1,3%). 2014 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+2,1%), აზერბაიჯანიდან (+17,2%), სომხეთიდან (+18,6%), რუსეთიდან (+8%) და უკრაინიდან (-9%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–დეკემბერშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ლატვია და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად 93%, 25%, 25% და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (34%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსიის მოქალაქეები 48% მატებით.