შსს-ს წარმომადგენლებმა ქველმოქმედთა სახლის აღსაზრდელებს შობა-ახალი წელი მიულოცეს

შსს-ს წარმომადგენლებმა ქველმოქმედთა სახლის აღსაზრდელებს შობა-ახალი წელი მიულოცეს

შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლებმა ქველმოქმედთა სახლ „მომავლის გზის“ აღსაზრდელებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მომზადებული საახალწლო საჩუქრები და პროდუქტები გადასცეს.

მინისტრის ინიციატივით დაწყებული საქველმოქმედო აქციას სამინისტროს ყველა დეპარტამენტი და ქვეუწყება შეუერთდა. შსს-ს წარმომადგენლები ზამთრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით პროდუქტებით ამარაგებენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ და მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების ბენეფიციარებს, სოციალურად დაუცველ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მოხუცებს.