სტინგი საქართველოს ეწვევა. ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი თბილისში ივლისში ჩამოვა. ის ბათუმში კრის ბოტისთან ერთად გამოვა სცენაზე. ევროპული ტურნეს ფარგლებში, საქართველო ბოლო ქვეყანაა, სადაც ცნობილი მომღერალი კონცერტს გამართავს.
სტინგი მესაყვირე კრის ბოტისთან ერთად ბათუმის პიაცას მოედანზე კონცერტს 3 ივლისს გამართავს. ბოტის ბენდთან ერთად, მაყურებლის წინაშე ეროვნული სიმფონიური ორკესტრიც წარსდგება.
59 წლის მომღერლის კონცერტის შესახებ მოლაპარაკებებს კომპანია "ისტერნპრომოუშენი" აწარმოებდა. კომპანიის წარმომადგენლის კახა კანდელაკის განცხადებით, ეს მოლაპარაკებები შვიდი წელია მიმდინარეობს.
სტინგი - გორდონ მეთიუ თომას სამნერი - 16 გრემის მფლობელი და ოსკარის ნომინანტია საუკეთესო სიმღერისთვის. კარიერა ჯგუფ "პოლისის" ვოკალისტად დაიწყო, შემდეგ კი დიდ წარმატებას სოლო შემოქმედებით მიაღწია. 1985 წლიდან დღემდე სტინგს ათი ალბომი აქვს გამოცემული.