„გაგიჟებული“ ჯემალ ბაღაშვილი

„გაგიჟებული“ ჯემალ ბაღაშვილი

ჯემალ ბაღაშვილი ის ადამიანია, რომელსაც ჭკუა მოეკითხება. მისი რეპუტაცია ნამდვილი აკადემიაა და ერთი სიტყვით, მასთან ურთიერთობა ერთ რამედ ღირს.

ერთხელ ფილარმონიაში. მდივანი შემოვიდა და უთხრა: ბატონო ჯემალ, დაცვა რეკავს, თქვენთან ვიღაც ბებერი კაცია მოსული და შემოვუშვაო? ჯემალი ჩაფიქრდა, ვინ ბებერი კაცი უნდა იყოსო.

მივიდა, აიღო ტელეფონის ყურმილი და დაცვას ჰკითხა: ვინ მომაკითხაო. იმანაც უპასუხა: რა ვიცი, ბატონიო ჯემალ, ვიღაც ბებერი, თეთრწვერა და თეთრთმიანი მოხუცია და მეუბნება, ამიშვი ჯემალთანო.

ჯემალმა ჰკითხა: კაცო, სახელი არ აქვს მაგ პატიოსან მოხუცსო? დაცვამ ჰკითხა უცნობს სახელი და მოახსენა ჯემალს, რამაზი ჰქვიაო. ჯემალი ჩაფიქრდა, ვერ მიხვდა და დაცვას ისევ უთხრა: კაცო, ვერ ვიხსენებ ეგეთ ნაცნობ მოხუცს და რა გვარია, ერთი ეგეც გამიგეო.

დაცვამ ჰკითხა გვარი და რომ უთხრა ჩხიკვაძეო, აი, მაშინ უნდა გენახათ ჯემალის რეაქცია.

გადაირია, აყვირდა, ეს რა ხალხში ვარ, ვერ გაურჩევიათ მოხუცი და რამაზ ჩხიკვაძე ერთმანეთისგან, შენ შენი გაგჭირვებია შვილო, მე რაღა უნდა გითხრა, არ გადამრიო, ახლავე გამოატარე ეგ კაცი, მანდ არ ჩამომიყვანოო.