მექსიკური ნაჩო ჩიფსი

მექსიკური ნაჩო ჩიფსი

დაჭერით ინგრედიენტებში მითითებული ბოსტნეული ძალიან წვრილად. ბულგარული ნახევარ წრეებად, ზეთისხილი - რგოლებად, ცხარე წიწაკაც - რგოლებად.

გააფინეთ ჩიფსი ერთ ფენად, მოაყარეთ ყველი და ბოსტნეული. ყველი მთლიანად უნდა ფარავდეს ჩიფსს (ძალიან სქლად ნუ მოაყრით), ბოსტნეული კი ალაგ-ალაგ, თუმცა სიმეტრიულად.

შემდეგ გაიმეორეთ – ისევ ჩიფსი, ყველი და ბოსტნეული... კერძი შედგით ღუმელში და როცა ყველი ჩადნება, ჩათვალეთ, რომ ნაჩო ჩიფსი მზად არის.

ინგრედიენტები:

სიმინდის ჩიფსი - 1 შეკვრა,

ცხარე წიწაკა,

გახეხილი მოცარელა - 2 ჭიქა,

ბულგარული წიწაკა - 1 ცალი,

ზეთისხილი - 15 ცალი.

perfectcook.org