23 დეკემბერს გაათავისუფლეს რუსი ოკუპანტების მიერ, 20 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ წითელუბანთან, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ვასილ ხიდაშელი.
შს სამინისტრო აქტიურ მოლაპარაკებას აგრძელებს გორის რაიონის სოფელ კირბალთან იმავე დღეს დაკავებული ალექსანდრე შიუკაშვილის გათავისუფლების მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცხელი ხაზის საშუალებით, ინფორმირებულია ევროკავშირის სამკვირვებლო მისია.