ორივე სახის ხახვი დაჭერით წვრილად. დიდ ქვაბში გააცხელეთ ზეთი, ჩაყარეთ ფარში და მორევით ისე მოხრაკეთ, რომ ფანტია გახდეს.
შემდეგ, ჩაუმატეთ ხახვი და 3-5 წუთი ხრაკეთ. ჩაასხით ბულიონი და მიიყვანეთ დუღილამდე. გადმოიღეთ ცოტა, შიგ გაქენით მდნარი ყველი და ჩაასხით წვნიანში.
სულ ბოლოს, კერძს ჩაუმატეთ გაწურული ქამა და ადუღეთ 5 წუთი. მზა კერძს დაუმატეთ მარილი და პილპილი, მოაყარეთ მწვანილი.
ინგრედიენტები:
2 ძირი მწვანე ხახვი,
2 თავი ხახვი,
2 ს/კ ზეთი,
250 გ ძროხის და ღორის ხორცის ფარშის ნარევი,
1,7 ლ ხორცის ბულიონი,
2 ქილა დაჭრილი ქამა სოკოს კონსერვი,
200 გ ნაღების მდნარი ყველი,
2 ს/კ დაჭრილი მწვანილი,
მარილი და პილპილი გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: რქაწითელი.