ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონს ტაქტიკური სწავლებები უტარდებათ. წვრთნებში „სექტორების უსაფრთხოების სავარჯიშოები“ ის ასეულები მონაწილეობენ, რომლებიც საავიაციო ბაზის შიდა უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებელნი.
51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები პირობითად დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და უსაფრთხოების სხვა ელემენტების შესრულებაში ვარჯიშობენ. წვრთნები პერმანენტული ხასიათისაა და სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწას ისახავს მიზნად.
გეგმიური წვრთნების ფარგლებში, ტაქტიკურ მეცადინეობამდე, ქართველ სამხედროებს საცეცხლე მომზადებაში ჩაუტარდათ სწავლება. მომზადებას ბატალიონის სამეთაურო რგოლი უწევს მონიტორინგს.
51-ე ბატალიონი ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მიმდინარე წლის ნოემბრიდან ჩაერთო. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის სამხედროების მომზადების მაღალი ხარისხი ISAF-ის და პარტნიორი ქვეყნების სარდლობების მხრიდან ბევრჯერ აღინიშნა.