სანდრო ჟორჟოლიანის „გმირობა“

სანდრო ჟორჟოლიანის „გმირობა“

რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი ერთ ისტორიას ხშირად იგონებდა იგონებდა:

“მსურს ახალგაზრდა მსახიობთა სიანცე გავიხსენო. აი, მათი ოინბაზობის ერთი ნიმუში: სარეჟისორო სცენარის მიხედვით, მაკარის სახლის დიდი დარბაზიდან სტუმრებთან ერთად გაქცეულ ალექსანდრე ჟორჟოლიანს კოტეს მეგობრები დამბაჩებს ესვრიან.

იაშა ტრიპოლსკიმ და ჟორა ქორიძემ მთხოვეს, ნება მოგვეცი, ჟორჟოლიანს დამბაჩები მართლა ვესროლოთო. მე გავუწყერი, ხომ არ შეიშალეთ-მეთქი. არაფერი მოხდება, დამბაჩებს ქაღალდით გავტენით, დუნდულები ცოტა აეწვება და ბევრს ვიცინებთო.

მე ნება დავრთე. მალე ეს განზრახვა, გარდა ჟორჟოლიანისა, ყველამ იცოდა. კადრს ვიღებდით საერთო პლანით. გავიარეთ რეპეტიცია, ჩავრთეთ კამერა და გაქცეულ ჟორჟოლიანს ბიჭებმა მართლა ადინეს ბოლი. ჟორჟოლიანს გადაღება არ გაუფუჭებია. მირბის გასასვლელისაკენ და შეძრწუნებული ყვირის: “მართლა მესროლეს, მართლა მომხვდა!”

კადრის შიგნით და გარეთ მყოფთა სიცილმა ჟორჟოლიანი აღაშფოთა, გადაღების დასრულების შემდეგ მობრუნდა და იყვირა: “რას იცინით, უკან ვარ დაჭრილი!” შემდეგი კადრის მომზადებამდე დაზარალებული დაარწმუნეს, რომ უკან, ძალიან პატარა ადგილზე, კანი ოდნავ აქვს შეწითლებული. ჟორჟოლიანი არ იყო გულღრძო, ეს ონავრობა აპატია “გადარეულებს”.