გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. კენკრა და ქიშმიში ჩაალბეთ კონიაკში ან ამარეტოში. დაჭერით პასკა პატარა კუბებად,
გააკეთეთ გოგლი-მოგლი ქვაბშივე, ჩაამატეთ რძე და შესქელებული რძე, ჩაამატეთ ვანილი, მარილი და მოურიეთ. შედგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ მუდმივად. როცა შეთბება ჩაამატეთ 50 გრ კარაქიც. ადროვეთ სანამ კარაქი საბოლოოდ გადნება და გადმოდგით ცეცხლიდან. არ აადუღოთ, თორემ მასა აიჭრება.
ფორმას მოუსვით კარაქი და დააყარეთ დაჭრილი პასკა, რომელიც ერთ ან მაქსიმუმ 2 ფენად უნდა ფარავდეს ფორმას (მეტიც შეიძლება, მაგრამ მაშინ ცხობის დრო გაიზრდება). მოაყარეთ კენკრა და მოასხით დარჩენილი კონიაკი ან ამარეტო. სულ ბოლოს მოასხით კრემიც და ზემოდან დაადეთ ან მოასხით ცოტაოდენი კარაქი. შედგით ღუმელში, აანთეთ მხოლოდ ზედა პოზიცია. სუფრასთან მიტანეთ თბილი, არაჟნითა და ფორთოხლით, ან სხვა არომატული ხილით.
ინგრიდიენტები:
პასკა – 1 ან 2 ცალი,
კვერცხი – 2 ცალი,
შესქელებული რძე – 50 გრ,
რძე – 200 მლ.ლ,
შაქარი – 2 სადილის კოვზი,
კარაქი – 70 გრ,
ვანილის ექსტრაქტი – 1 ჩაის კოვზი,
მწიკვი მარილი,
მშრალი კენკრა და ქიშმიში – 100 გრ,
კონიაკი ან ამარეტო – 2-3 სადილის კოვზი,
ლიმონის ცედრა – 1 ჩაის კოვზი,
ფორთოხალი – 1 ცალი.
perfectcook.org