შსს-ს კამპანიას ინტერრელიგიური ჯგუფი უერთდება

შსს-ს კამპანიას ინტერრელიგიური ჯგუფი უერთდება

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით წამოწყებულ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას ინტერრელიგიური ჯგუფი უერთდება. ინტერრელიგიური ჯგუფის სხდომაზე, რომელშიც გაერთიანებულნი არიან  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქვეყანაში მოქმედი 10 რელიგიური კონფესია, მიღებულია გადაწყვეტილება განხორციელდეს ერთობლივი ქმედებები მოცემული პრობლემის დასაძლევად.

ამასთან დაკავშირებით, გაიმართა კონფერენცია - „რელიგიები ძალადობის წინააღმდეგ“, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიას „ არა ძალადობას!“ ეხმიანება. კონფერენცია საპატრიარქოს წმ. ანდრია  პირველწოდებულის  სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა  და მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების  და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.