ფრანგული „სტატისტიკა“

ფრანგული „სტატისტიკა“

მსოფლიოში პირველი კულინარიული წიგნი ფრანგმა გიიომ ტირელმა დაწერა მეთოთხმეტე საუკუნეში. ის მეფე შარლ მეხუთის კარის შეფ-მზარეული იყო.

ფრანგული წარმომავლობით შეუძლია იტრაბახოს უამრავმა კერძმა, რომელთა შორისაა ყველასათვის ცნობილი: მაიონეზი, ანტრეკოტი, კოტლეტი, ბულიონი, რულეტი, რაგუ და ასე შემდეგ.

ხორცსაკეპი მანქანაც, სხვათა შორის, ფრანგმა მოიგონა; ასევე – ნასვრეტებიანი საწური ჯამი, ტოსტერი და კიდევ ბევრი სხვა სამზარეულო ტექნიკა.

მენიუ, მეტრდოტელი, სომელიე  – რესტორნის ლექსიკონი მთლიანად ფრანგებმა შეადგინეს.

სხვათა შორის, რესტორნებზე ვარსკვლავების მინიჭებაც ფრანგების მოგონილია: ერთი ვარსკვლავი კარგია. ორი ვარსკვლავი – ძალიან, ძალიან კარგი. სამი ვარსკვლავი კი მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში, არაჩვეულებრივ და განსაკუთრებულ რესტორნებს ენიჭება.