კალმახა ან ხის სოკო დაჭერით და ზეთში მოხრაკეთ. ზეთში ცალკე მოშუშეთ 2 თავი დაკეპილი ხახვი. ამას შემდეგ დაუმატეთ 1 კილო გახეხილი პომიდორი, 2 დაფნის ფოთოლი, რამდენიმე მარცვალი პილპილი და 1 კონა ქინძი.
სულ ბოლოს დაუმატეთ: 2 ძირი კამა, 2 კბილი დანაყილი ნიორი, 1 ჩაის ჭიქა ხარჩოს სუნელიდა რა თქმა უნდა – მარილი გემოვნებით. როცა საწებელი მზად იქნება, დაასხით სოკოს. 5 წუთი ადუღეთ და გადმოდგით.
ინგრედიენტები:
1 კგ კალმახა ან ხის სოკო,
ზეთი,
2 თავი ხახვი,
1 კგ პომოდორი,
2 დაფნის ფოთოლი,
რამდენიმე მარცვალი შავი პილპილი,
1 კონა ქინძი,
2 ძირი კამა,
2 კბილი ნიორი,
1 ჩ/კ ხარჩოს სუნელი,
მარილი გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ალადასტური.