ზამთარში იმუნიტეტის ამაღლებაზე იზრუნეთ

ზამთარში იმუნიტეტის ამაღლებაზე იზრუნეთ

ზამთრის ცივ პერიოდში აუცილებელია, დროულად მიხედოთ საკუთარ თავს და ხელი შეუწყოთ ორგანიზმს, გამოიმუშაოს იმუნიტეტი. ამით თავიდან აიცილებთ ზედმეტ უსიამოვნებას და იოლად გაუმკლავდებით ვირუსს.

როცა იგრძნობთ, რომ თავი ან სახსრები გტკივათ, მაშინვე ნუ იჩქარებთ წამლების დალევას, ამ დროს უფრო ეფექტურია, მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე. მისწრებაა ლიმონიანი ცხელი ჩაი, ნატურალური წვენები, კომპოტები და ვიტამინი C.

თუ გრძნობთ, რომ დასუსტებული ხართ, ნუ ჩავარდებით დეპრესიაში. მიირთვით წითელი ღვინო, მეტად ეკონტაქტეთ მეგობრებს, ნუ დაკარგავთ დროს უქმად ჯდომაში. ზამთარში მაქსიმალური ფიზიკური დატვირთვა ისევე კარგია, როგორც გართობა. ხალისიანი და ენერგიული ცხოვრებით უფრო იოლად გაუმკლავდებით პრობლემებს და ცხოვრებაც გაგიადვილდებათ.

თუ ზამთარში გიჭირთ გათბობა და გამუდმებით გაციებთ, ყურადღება მიაქციეთ თქვენს მენიუს, კერძოდ, დილით მიირთვით კვერცხი ან შვრიის ფაფა და ისე გადით სახლიდან.