რომელ დაავადებებს უხდება კარტოფილი

რომელ დაავადებებს უხდება კარტოფილი

თუ ყოველდღე მიირთმევთ კარტოფილს, ამით ამარაგებთ ორგანიზმს აუცილებელი და შეუცვლელი ამინომჟავებით, განსაკუთრებით კი ლიზინით, ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით.

სრულფასოვანი კვებისთვის საკმარისია, მიირთვათ დღეში 100 გრამი კარტოფილი.

კარტოფილის წვენით კი, უძველესი დროიდან, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს კურნავდნენ.

კიდურების შეშუპების დროს,  გაფცქვენით უმი კარტოფილი და გახეხეთ. მიღებული მასა დაიდეთ შესიებულ ადგილას, შეიხვიეთ და ოცი წუთით დაიტოვეთ.

თუ ჰიპერტონია გაწუხებთ, ხშირად ჭამეთ აირღუმელში კანიანად შემწვარი კარტოფილი, ოსტეოქონდროზის დროს კი კარგია გახეხილი კარტოფილისა და თაფლის ნარევის კომპრესი, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.

თუ თავი გტკივათ ან გული გერევათ, დღეში 2-ჯერ დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა უმი კარტოფილის წვენი. თუ ორგანიზმის წიდებისგან გაწმენდა გსურთ, კარტოფილის წვენს შეურიეთ სტაფილოსა და ნიახურის წვენიც.