რა აფერხებს ტვინის დაბერების პროცესს

რა აფერხებს ტვინის დაბერების პროცესს

უცხო ენების ცოდნა კარგი რომ არის, ყველამ იცის.

კანადელ მეცნიერებს ახალი აღმოჩენა აქვთ – რაც უფრო მეტი ენა იცი, მით უფრო ცინცხალი გონება გაქვს, არც ტვინი გიბერდება და არც ალცჰეიმერის დაავადება გემუქრება.

უცხო ენების ცოდნა ადამიანის ტვინს ააქტიურებს და არ აძლევს მოდუნების საშუალებას. ერთი ენიდან მეორე ენაზე გადართვა გონების ერთგვარი ვარჯიშია.

თუ ამას ლექსების დაზეპირებას დავუმატებთ, ტვინს კიდევ უფრო გამოვაცოცხლებთ.

რა თქმა უნდა, მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს - ეს ცხოვრების ჯანსაღი წესია, უამისოდ ვერც უცხო ენა გვიშველის და ვერც მშობლიური.