ვინ არის უფრო დეპრესიული - ქალი თუ მამაკაცი

ვინ არის უფრო დეპრესიული - ქალი თუ მამაკაცი

ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ მამაკაცი ქალზე უფრო დეპრესიული არსებაა, რასაც თავისი მიზეზი განაპირობებს.

ჩვეულებრივ, ისე ხდება ხოლმე, რომ ქალს მეტი საქმე აქვს, თუნდაც ოჯახში. ის ალაგებს, რეცხავს, ხეხავს. ხშირად წუწუნებს კიდეც ამაზე, მაგრამ სინამდვილეში არ იცის, რომ ამით დეპრესიას იცილებს თავიდან.

ხელსაქმე, ქარგვა, ხატვა, ძერწვა, ანუ ნებისმიერი სახის შემოქმედებითი მუშაობა ადამიანს ართობს, სხვა სამყაროში გადაჰყავს იგი, რაც დეპრესიის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა.

მამაკაცებო, თუ ხატვის ნიჭი გაქვთ, გამოიყენეთ, მაგრამ თუ ასე არ არის, მაშინ მონაწილეობა მიიღეთ საოჯახო საქმეში, ამით ქალის გულსაც მოიგებთ და დეპრესიასაც ადვილად გაუმკლავდებით. ეს ექიმების რჩევაა.