9 თეთრი “shkoda-oqtavia” - რუსთავის მერიის “მოქალაქეებზე ორიენტირებული ბიუჯეტის” ახალი შენაძენი

9 თეთრი “shkoda-oqtavia” - რუსთავის მერიის “მოქალაქეებზე ორიენტირებული ბიუჯეტის” ახალი შენაძენი

რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობისთვის თვალყურის დევნება სულ უფრო რთული ხდება. ჟურნალიტებსა და ჩინოვნიკებს შორის პრეს-სამსახურები დგანან და ცდილობენ მათი “გაფილტვრის” გარეშე ინფორმაცია მედიაში არ გავიდეს.

პრესაგე.ტვ ერთი კვირის განმავლობაში ითხოვდა რუსთავის მერიიდან კომპეტენტურ პირთან შეხვედრას, რომელიც მოგვაწვდიდა ინფორმაცია, ყველა მსხვილ შესყიდვაზე, რომელიც რუსთავის მერიამ, 2011 წელიდან განახორციელა.

ჩვენი ინტერესის ობიექტს არ წამოადგენდა, რომელიმე კონკრეტული
შენაძენი, თუმცა მანამ სანამ რუსთავის მერიის პრეს-სამსახური, ჩვენ თხოვნაზე “მუშაობდა”,ახალი ინფორმაცია გაჩნდა.

რუსთავის მერიის კართან სულ უფრო გაიზარდა ახალი თეთრი ფერის
“shkoda-oqtavia”-ებმა იბარტყეს. მერიის განაწყენებული თანამშრომლები, რომლებსაც ახალი მანქანები არ შეხვდათ, გვიყვებიან:

“სულ 9 მანქანა იყიდეს. აქედაn ერთი ჯერ არ არის ჩამოსული. ერთი ახალი მანქანა მერის ერთ-ერთ მოადგილეს - დავით ჯაფარიძეს, მეორე კი - საკრებულოს აპარატის უფროსს – მაია დოლიძეს ემსახურება. დილით მოაბრძანებენ და მერე, სადაც მოუნდებათ წასვლა, დაყავთ”.

მერიის წინ “shkoda-oqtavia”-ს გადაღება ჩვენც მოვახერხეთ. თუმცა ამ ინფორმაციის რეალურობაში დასარწმუნებლად სხვა წყაროც გვჭირდებოდა. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე თვის წინ, ქამრების შემოჭერაზე სწორად ის ადამიანები გვესაუბრებოდნენ, რომელთა თანხმობის გარეშეც ასეთ შენაძენს მერია ვერ გაიკეთებდა.

“შესყიდვების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალურ საიტზე, სადაც ჩვენი განხორციელებული ყველა შესყიდვა დევს. დღეს არაფრის ყიდვა არ ხდება პირდაპირი მოლაპარაკებების გზით. შესყიდვებში მონაწილემ იცის პირობები და მისი ვინაობაც ბოლოს ჩნდება. ამ შემთხვევაში, იმარჯვებს ის, ვინც ნაკლების გადახდას გვთხოვს. რაც შეეხება მანქანების შესყიდვას, ამ თემაზე არ ვაკეთებ კომენტარს. დავალაგებთ ყველაფერს მაგ კუთხით და მოგვიანებით ვისაუბროთ. 

მაგ საქმეში ყველაფერი გამჭვირვალედ და კანონიერადაა, გარწმუნებთ. ჯერ-ჯერობით 8 მანქანაა ნაყიდი. ისინი მერიის თანამშრომლებს ემსახურებათ. ფასებზეც ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. ყველა “shkoda-oqtavia”-ს მარკისაა” – გვითხრა, რუსთავის მერის ერთ-ერთმა მოადგილემ, გიორგი ტაბატაძემ. 

“shkoda-oqtavia”-ს საბაზრო ღირებულება 40 000 ლარს სცილდება. უხეში დათვლებით გამოდის, რომ რუსთავის მერიამ, რომელსაც უფასო სასადილოების პროგრამაში მოხვედრის თაობაზე 93 მოქალაქის განცხადება ვერ დაუკმაყოფილებია, საკუთარ კომფორტში 360 000 ლარი გადაიხადა.