„ორჯერ დახეთქებული ტორტი“

„ორჯერ დახეთქებული ტორტი“

უდროოდ დაღუპული უნიჭიერესი მსახიობი, გოჩა აბაშიძე, დიდი იუმორის პატრონიც იყო. აი, რას იხსენებს მისი ყოფილი მეუღლე, ცნობილი კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია:

”ჩვენი მეგობრის, ვიოლა ჯაფარიძის დაბადების დღე იყო. ვიყიდეთ ძალიან ლამაზი ტორტი და დიდი ამბით გავეშურეთ, მაგრამ, სადარბაზოში რომ შევედით, გოჩას ტორტის ყუთი ხელიდან გაუვარდა.

ტორტი აიზილა. ლამის ავტირდი, ხელცარიელი როგორ მივიდეთ-მეთქი, თან მეტი ფულიც არ გვქონდა.

გოჩამ გამოსავალი იპოვა - აიღო ეს ყუთი, გამიყვანა გარეთ და დაიძახა: „ვიოლა, ვიოლა“. ვიოლამ გამოგვხედა და დაგვინახა ტორტით ხელში.

ჩვენ ხელახლა შევედით სადარბაზოში, ვიოლა გამოგვეგება და კიბეზე გოჩამ განგებ გაუშვა ხელი ყუთს. ვიოლა შეწუხდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა ორჯერ დახეთქებული ტორტი?!“