შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი არასრუწლოვანი დააკავა

შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი არასრუწლოვანი დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული კახი კ. და 1997 წელს დაბადებული ლუკა ს. ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ორი თვის განმავლობაში, 1998 წელს დაბადებულ გიგა ნ-ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ოჯახის კუთვნილ ოქროს სამკაულებს სძალავდნენ და ლომბარდში აბარებდნენ. შემდეგ ამავე ოქროულობის ვითომდა გამოსყიდვის მიზნით, დაზარალებულს ფულს სთხოვდნენ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).