ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს მიაჩნდა, რომ ღვინო დიეტური პროდუქტია და ამბობდა, რომ ჯანმრთელი თუ ავადმყოფი ადამიანისათვის ნატურალური ღვინისა და თაფლის მიღება აუცილებელია ზომიერი რაოდენობით. ჰიპოკრატეს მიაჩნია, რომ ღვინო და თაფლი აღმგზნები, გამამხნევებელი და შიმშილის დამაამებელი საშუალებებია.
ცნობილია, რომ ღვინოს გააჩნია მატონიზირებელი და ბაქტერიოციდული მოქმედება, ხსნის დაღლილობას, რა თქმა უნდა, საჭიროა ამ სასმელის ზომიერი მიღება, საკმარისია ერთი პატარა ჭიქა კონიაკის ან ღვინოს დალევა, რომ მძიმე დღის შემდეგ შვება იგრძნოთ.
ორგანიზმის დაბალი ტონუსის დროს, რომელსაც ჰიპერტონია ახლავს თან, თერაპიული ეფექტი მიიღწევა ერთ ჭიქა ჩაიში 1 ან 2 ჩაის კოვზ კონიაკის დამატებით. კუჭ–ნაწლავის მოქმედების დარღვევისას, სასარგებლოა, 50 გრამი წითელი ღვინო.
ღვინის სამკურნალო თვისებები განპირობებულია არა მარტო სპირტით, არამედ მასში შემავალი სხვა კომპონენტებითაც. ყურძნის ღვინოში შედის ფრუქტოზა და გლუკოზა. წითელ ღვინოში სასარგებლო ნივთიერებები უფრო მეტია, ვიდრე თეთრ ღვინოში. მასში არის ვიტამინები, რომლებიც ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.