სამთო სადაზვერვო ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა (ვიდეო)

სამთო სადაზვერვო ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა (ვიდეო)

დღეს სპეციალური ოპერაციების ძალების სამთო სადაზვერვო ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველი სამხედროები ამერიკული კონტიგენტის შემადგენლობაში 7 თვის განმავლობაში ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე მსახურობდნენ.

146 სამხედრო მოსამსახურეს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური ალექსეევკის  სამხედრო აეროდრომზე დახვდა. ვიცე-პოლკოვნიკმა დიმიტრი კიკნაძემ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა და ISAF-ის მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად სრული სპექტრის ოპერაციებს ასრულებდნენ. ქართველი სამხედროები სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ.  სამთო-სადაზვერვო ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელმაც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ყანდაღარის პროვინციაში საბრძოლო დავალებები საქართველოს დროშის ქვეშ შეასრულა.