ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითების სარდალი გმირთა მოედანზე

ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითების სარდალი გმირთა მოედანზე

ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითების სარდალი  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. გენერალ-ლეიტენანტმა რობერტ ნელერმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე, იმყოფებოდა  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და I ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი გიორგი შენგელია.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოსა და  აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.