DEEP-ის სამუშაო ჯგუფი სერჟანტთა მომზადების ცენტრში (ვიდეო)

DEEP-ის სამუშაო ჯგუფი სერჟანტთა მომზადების ცენტრში (ვიდეო)

დღეს, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ნატოს თავდაცვის განათლებისა და შენარჩუნების პროგრამის წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანს სერჟანტთა მომზადების ცენტრის გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის განსაზღვრა წარმოადგენს.

ცენტრის ხელმძღვანელობამ ნატოელ სტუმრებს საქართველოს სერჟანტთა მომზადების ცენტრის ისტორიის, სტრუქტურის, განათლების სისტემის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და სამომავლო ხედვები გააცნო.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სერჟანტთა ცენტრის წარმომადგენლებმა  რეკომენდაციები მოისმინეს. მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. DEEP-ის სამუშაო ჯგუფმა ქართველ სერჟანტებს მხარდაჭერა აღუთქვა.

ამჟამად, სერჟანტთა მომზადების ცენტრი ტრანსფორმაციის პროცესს გადის. მიმდინარეობს  ნატოს მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებზე, ოთხსაფეხურიან განათლების სისტემაზე გადაწყობა. ტრანსფორმაციის პროცესში სერჟანტთა მომზადების ცენტრს დახმარებას  ნატოს თავდაცვის განათლების და შენარჩუნების პროგრამის სამუშაო ჯგუფი გაუწევს.