შსს ოქტომბრის და 10 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

შსს ოქტომბრის და 10 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით 2014 წლის ოქტომბერი

2014 წლის ოქტომბრის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2283 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა – 1555. დანაშაულის გახსნის პროცენტია 68,11%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -17,94 %.

შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით 2014 წლის იანვარ-ოქტომბერი

2014 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 22086 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა – 14369. დანაშაულის გახსნის პროცენტია 65,06%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -16,67 %.