როგორ ვებრძოლოთ ზედმეტ წონას

როგორ ვებრძოლოთ ზედმეტ წონას

იმისათვის, რომ ზედმეტ წონასთან ბრძოლაში გაიმარჯვოთ, უნდა იცოდეთ, როგორ აუაროთ გვერდი ცხიმის ხაფანგებს.

იმის ნაცვლად, რომ ფანატიკურად ითვალოთ კალორიები, შეეცადეთ, ისინი სწორად შერჩეული პროდუქტებით შეამციროთ. ეს არც ისე ძნელია.

მაგალითად: მაიონეზი ჩაანაცვლეთ მდოგვით, დალიეთ უცხიმო რძე.

სალათები შეაზავეთ არა მაიონეზით ან ზეთით, არამედ ძმრითა და მწვანილით, არაჟნის ნაცვლად მიირთვით იოგურტი.

ყავა შეცვალეთ ფრეშით, ღორის ხორცის ნაცვლად კერძისთვის გამოიყენეთ ხბოს ან ინდაურის ხორცი.

შაქარი ჩაანაცვლეთ თაფლით, პური – „ხლებცის“ ფირფიტებით.

თუ ნაყინი მოგენატრათ, მიირთვით სორბეტი (ხილის გაყინული წვენი).

შემწვარი კარტოფილის ნაცვლად – გამომცხვარი კარტოფილი.

თუ კვებას ამ კუთხით მიუდგებით, თქვენი რაციონი გემრიელი და მრავალფეროვანი იქნება, ამასთან, აღარც შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ და არც არითმეტიკაში ვარჯიში მოგიწევთ კალორიებით თვლასთან დაკავშირებით.