სოდიანი წყალი სიგარეტისადმი დამოკიდებულებას ახშობს

სოდიანი წყალი სიგარეტისადმი დამოკიდებულებას ახშობს

თუ დიდი ხანია, მწეველი ხართ, ნიკოტინის რეგულარული მოხმარებისგან თავის დაღწევა დამოკიდებულია, არა თქვენს სურვილზე ან ცნობიერებაზე, არამედ თქვენს ორგანიზმზე.

თუ გსურთ, ნელ-ნელა დაანებოთ თავი მოწევას, ყოველდღე მიიღეთ სამ გრამამდე საჭმლის სოდა. დილით, უზმოზე, სოდა ჩაყარეთ ცივ წყალში, გახსენით და დალიეთ. იგივე გაიმეორეთ საღამოს საათებში. სიგარეტი ზრდის სისხლში მჟავიანობას, სოდა კი იმისთვის არის საჭირო, მჟავატუტოვანი წონასწორობა აღადგინოს.

მოწევისას ორგანიზმში იშლება ვიტამინები. ერთი ღერი სიგარეტი ორგანიზმს 0,1 მილიგრამ ვიტამინს აკლებს. კარგი იქნება, თუ ამ დანაკარგს ლიმონით აინაზღაურებთ.

რეკომენდებულია მწეველმა ადამიანმა, ოთხი კვირის განმავლობაში, დღეში 200 მილიგრამი  C ვიტამინი მიიღოს. ასევე, საჭიროა B ჯგუფის ვიტამინებიც. ეს უკანასკნელი დაგეხმარებათ თავი დაანებოთ მოწევას.