პურის ნაჭრებს დააჭერით ქერქი, დატეხეთ და მოათავსეთ ჯამში. დაასხით ზეითუნის ზეთი და დაჭყლეტილი ნიორი. მოურიეთ. პამიდორს გააცალეთ კანი და ხახვიც გაარჩიეთ. დაჭერით ყველა ბოსტნეული დიდ ნაჭრებად (ყვითელი ბულგარულის გარდა - ეს მხოლოდ გასაწყობად გამოიყენეთ).
ცოტ-ცოტა ყველა ბოსტნეული გადაინახეთ წვრილად დასაჭრელად, რომელსაც შემდეგ მოაყრით კერძს. აურიეთ პურისა და ბოსტნეულის მასა ერთმანეთში და დააბლენდერეთ. უკეთესად დასაბლენდერებლად შეიძლება დაუმატოთ ცოტა პამიდორის წვენი.
დაბლენდერებულ მასას დაამატეთ ზეთი, მარილი და წიწაკა, მოურიეთ და შედგით მაცივარში. სუფრაზე მიიტანეთ ცივი. სულ ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ბოსტნეული, საერთო ჭურჭელშივე ან პერსონალურ პორციებში.
ინგრედიენტები:
პამიდორი - 3-4 ცალი,
ბულგარული წიწაკა – 2 ცალი,
კიტრი - 1 ცალი,
ხახვი - 1 თავი,
ღეროვანი ნიახური - 1 ღერო,
თეთრი პური - 3 ნაჭერი,
მწვანილი - კამა, ოხრახუში, ქინძი - ორ-ორი ტორი,
ნიორი - 2 კბილი,
პამიდრის წვენი - 1 ჭიქა,
ზეითუნის ზეთი - 80 მლ.ლ,
შავი ღვინის ძმარი - 1 სადილის კოვზი,
მარილი და წითელი წიწაკა - გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ციცქა–ცოლიკოური.
perfectcook.org