პრაღაში ხავერდოვანი რევოლუციის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიტინგზე ჩეხეთის პრეზიდენტს მილოშ ზემანს აქციაზე წითელი ბარათები აჩვენეს და კვერცხები და პომიდვრები ესროლეს. მომიტინგეები ქვეყნის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ მათ არ სურთ ჩეხეთი რუსეთის კოლონიად გადაიქცეს.
ჩეხეთის პრეზიდენტი აქციაზე გერმანელ, უნგრელ, პოლონელ და სლოვაკ კოლეგასთან ერთად გამოჩნდა. პრეზიდეტის მისამართით ნასროლი ნივეთების შეკავება დაცვამ ქოლგებით შეძლო, თუმცა მედიის ცნობით, ერთ-ერთი კვერცხი გერმანიის პრეზიდენტს თავში მოხვდა.