რა მოსწონთ კაცებს?

რა მოსწონთ კაცებს?

ამერიკელმა და კანადელმა მეცნიერებმა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შეისწავლეს: რა მოსწონთ კაცებს ქალებში და პირიქით, რით ხიბლავენ კაცები ქალებს.

საუბარია სახეზე, ანუ როგორ სახეს მიიჩნევენ სექსუალურად ერთნიც და მეორენიც.

როგორც გაირკვა, მამაკაცს ქალის ღიმილიანი სახე მოსწონს, ხოლო ქალს - მამაკაცი, რომელსაც სერიოზული, ჩაფიქრებული გამომეტყველება აქვს.

გარდა ამისა, კაცებს მოსწონთ მორცხვი გოგოები, ხოლო ქალებს - ე.წ. ცუდი ბიჭები.

ეს ყველაფერი პირველ შთაბეჭდილებას ეხება, თორემ შემდეგ ასეთი ნიღბები ორივე სქესისთვის მოსაბეზრებელი ხდება, მას მხოლოდ მისაზიდი დანიშნულება აქვს.