დღეგრძელობის საიდუმლო აღმოაჩინეს

დღეგრძელობის საიდუმლო აღმოაჩინეს

ახლახან ამერიკელმა და ევროპელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევა ჩაატარეს და გამოავლინეს 5 პროდუქტი, რომლებიც ორგანიზმის დაბერებას აფერხებს.

პირველი ადგილი დაიკავა ჩაიმ, რომელიც გულის დაავადებების თავიდან აცილებას ეხმარება.

მეორე ადგილზეა თხილეული, ის დიაბეტისგან იცავს. "ბრინჯაოს მედალი" ერგო სოიას, რომელიც ქოლესტერინს ამცირებს.

მთლიანი მარცვლის ფქვილის პროდუქტები მეოთხე ადგილზეა. ისინი გულს შეუფერხებლად მუშაობაში ეხმარებიან.

მეხუთე ადგილზეა თევზი (ორაგული, თინუსი, სარდინი). ცხიმმჟავა ომეგა–3–ის წყალობით, ის აზროვნების სისხარტეს იცავს.