„გამოუსწორებელი დიასახლისი“

„გამოუსწორებელი დიასახლისი“

ასეთებზე ამბობენ: დაიბადა იმიტომ, რომ ვიღაცის ცოლი იყოს – სხვა როლში მისი წარმოდგენა, უბრალოდ, შეუძლებელია, რადგან, ის თავისი არსებით, შინაგანი სამყაროთია დიასახლისი.

15 წლისამ უკვე იცოდა, როგორ კერძს მოუმზადებდა მეუღლეს, როგორ გაზრდიდა შვილებს და როგორი იქნებოდა მისი სახლის ინტერიერი. შემთხევითი კავალერიც კი მისგან დაუნანებლად მიიღებს ზრუნვასა და ყურადღებას. მაგრამ, სწორედ ამის გამო, ასეთ „გამოუსწორებელ დიასახლისებს“ პრობლემები ექმნებათ. მიზეზი მარტივია: მზრუნველი ქალი მამაკაცს ძალიანაც მოსწონს, მაგრამ, ნელ-ნელა მის თვალში რაღაც საოჯახო ტექნიკის მსგავს ნივთად გადაიქცევა, სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს და ბოლოს, ქალად, ანუ, სექსუალურ პარტნიორად საერთოდ ვეღარ აღიქვამს.

სხვათა შორის, ტრანსფორმაცია თავად მამაკაცსაც ემუქრება – „გამოუსწორებელი დიასახლისი“ მას „დედიკოს ბიჭუნად“ გადააქცევს. არ იფიქროთ, რომ ეს კარგია, რადგან, „დედიკოს ბიჭები“ ბოლოს სხვა ქალთან გარბიან, რომელიც მას თავს კვლავ კაცად აგრძნობინებს.

გამოსავალი არსებობს: „გამოუსწორებელმა დიასახლისმა“ უნდა იცოდეს, რომ მისი მხრები მეტისმეტად სუსტია მთელი სამყაროს პრობლემების ასაკიდებლად. მეტი იფიქრეთ და იზრუნეთ არა სხვებზე, არამედ, საკუთარ თავზე. ეს იმიტომ არის აუცილებელი, რომ, კაცმა, რომელიც გვერდით გყავთ, მასში ყოველთვის უნდა დაინახოს ქალი, თანაც – სასურველი ქალი და მისი ღირსებებიც ჯეროვნად დააფასოს...