რომელი ეროვნების მეუღლე უნდა ინატროთ

რომელი ეროვნების მეუღლე უნდა ინატროთ

იაპონელი ქმარი ბედის საჩუქარი ნამდვილად არ არის. ურთიერთობაში ძალიან მოზომილები, თავდაჭერილები და ძუნწები არიან. არ ერევიან ოჯახურ საქმეებში. არ დადიან საყიდლებზე და მთელი ბიუჯეტის თავისუფლად განკარგვასაც ცოლებს მიანდობენ ხოლმე. მთავარია, სახლში ყოველთვის იყოს მოხარშული ბრინჯი – მეტი პრეტენზია იაპონელ კაცებს არ აქვთ.

ინატრეთ გერმანელი ქმარი და თქვენი ცხოვრება მაშინვე თავის კალაპოტში ჩადგება, დალაგდება და მოწესრიგდება. გერმანელი ქმრები თანაბრად ინაწილებენ ოჯახის ტვირთს. აქტიურად მონაწილეობენ შვილების აღზრდაში. მკაცრად გეგმავენ ბიუჯეტს. ცოტა პედანტები არიან, მაგრამ არასდროს დაყრიან თავის ნივთებს უადგილო ადგილას. ერთგულებიც არიან.

ფრანგებზე ილუზიას ნუ შეიქმნით. ისინი დიდი ხანია, გადაეჩვივნენ ქალების პატივისცემას. ფრანგი ქმრები დღეს ჭირვეული, ძუნწი, აბეზარი და თანაც, მოღალატე ქმრების იმიჯით სარგებლობენ. გაურბიან პასუხისმგებლობებს და ყველაფერს, რაც მათ საზრუნავს მატებთ.

შვედი, ნორვეგიელი ქმრები, ფინელებიც, ძალიან მეოჯახეები არიან. სახლში კერძებსაც კი ამზადებენ. საქმე ისაა, რომ იქ ქალები გაცილებით ემანსიპირებულები არიან და ეს ოჯახურ ურთიერთობებზეც მოქმედებს. სამწუხაროა,  რომ ცოტა ალკოჰოლისკენ აქვთ მიდრეკილება.