დიეტით თავს ნუ მოიკლავთ

დიეტით თავს ნუ მოიკლავთ

ექიმები გვირჩევენ, ვჭამოთ ყველაფერი, ოღონდ - ცოტ-ცოტა. პროდუქტები უნდა მივიღოთ ზომიერი რაოდენობით. ერთი რაღაცის გამორიცხვა სხვა რამეს აზიანებს. ამიტომ საჭიროა ისე შევიმუშაოთ ჩვენი ყოველდღიური რაციონი, რომ ვიტამინები არ მოგვაკლდეს.

რა თქმა უნდა, პურეული უფრო მცირე რაოდენობით უნდა მივირთვათ, ხოლო ხილ-ბოსტნეული მეტია საჭირო. გვახსოვდეს, სითხე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ტკბილეულს ნუ მიეძალებით, ის ჯობია ხილის სახით მიიღოთ. ნამცხვარს შავი შოკოლადი გერჩივნოთ, კოკა-კოლას - წყაროს წყალი.

ჭამეთ და დატკბით ცხოვრებით, ბევრი იმოძრავეთ და ზომიერად იძინეთ. გაიხსენეთ ხოლმე თქვენი ცხოვრების საუკეთესო ეპიზოდები, თუ ვინმე ნერვებს გიშლით, აპატიეთ და მთელ დღეს მაინცდამაინც მასთან ერთად ნუ გაატარებთ. ნუთუ არავის იცნობთ ისეთს, ვინც კარგ ხასიათზე გაყენებთ?

ხშირად შეხვდით მას და საერთოდ, იფიქრეთ საუკეთესოზე. რაც მთავარია, თავს ძალიან კრიტიკულად ნუ შეხედავთ და არც სხვისი გაკრიტიკება მოგინდებათ.