კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 27/03/11, video)

კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 27/03/11, video)

1. 26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებამოიპოვა. ხორვატებთან თამაშს წინ უძღოდა სასამართლოს უმკაცრესი განაჩენი, რომლის მიხედვით, ფეხბურთელთა ნაკრების თავდამსხმელს, გიორგი დემეტრაძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. თამაშის მსვლელობისას დემეტრაძის გვარს ჩუმად, მაგრამ მაინც სკანდირებდნენ. შერჩევითი სამართალი - ვინ ისჯება და ვინ არა, საქართველოში, ქურდულ სამყაროსთან მეგობრობის გამო, ნახეთ იმედა დარსალიას რეპორტაჟში.

2. კვირის რეპორტაჟში დავით-გარეჯის კადრებს სამხედროების მწვავე რექციები მოჰყვა. მათ ჟურნალისტები ალგეთის პოლიგონზე ჩაიყვანეს და უთხრეს, რომ აქ მხოლოდ რეზერვისტთა ბანაკია. ”კვირის რეპორტაჟის” კამერამ, გასულ კვირაში, დოდოს მონასტერში პოლიგონიდან საკმაოდ შორს, მძლავრი აფეთქებების ხმა დააფიქსირა.

3. მედია-ექსპერტები ქართულ მედია-ბაზარზე ახალი მონოპოლისტის გამოჩენას პროგნოზირებენ. ”გლობალ მედია ჯგუფის” დამფუძნებლები საზოგადოებისთვის ცნობილი და ხელისუფლებასთა დაახლოვებული ადამიანები არიან. საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, ლევან ყუბანეიშვილი და რუსთავი-2-ის დირექტორი, გოგი გეგეშიძე. ანა გოჩაშვილის სიუჟეტში კიდევ ბევრ ნაცნობ გვარს შეხვდებით...