ადამიანის ორგანიზმის თითოეული უჯრედი საკვები ნივთიერებებისა და ქიმიური ნაერთების უამრავი სახის წყალხსნარს შეიცავს.
სხვადასხვა სისტემასა თუ ცალკეულ ორგანოში წყლის მოცულობა სხვადასხვაგვარია.
მაგალითად, სისხლის 92%-ს, თირკმელების 82%-ს, ტვინის რუხი ნივთიერების 85%-ს, ღვიძლის 69%-ს, კუნთების 75%-ს და ცხიმოვანი ქსოვილის 25%-ს წყალი შეადგენს, ყველაზე ნაკლებია ეს ნივთიერება ძვლებში - მათში წყლის მოცულობითი წილი 20%-ია.
მთლიანობაში სხეულის 60-65% წყალია, თუმცა ეს მაჩვენებელი მხოლოდ მოწიფული ასაკისთვის არის მართებული. ახალშობილის სხეულში წყლის შემცველობა გაცილებით მაღალია - 86%-ს უდრის (ემბრიონის 97% წყალია!), ხანშიშესული ადამიანისაში კი, პირიქით, 50%-მდე იკლებს.