გივი ბერიკაშვილის ანეკდოტი

გივი ბერიკაშვილის ანეკდოტი

მსახიობ გივი ბერიკაშვილს განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. მისი სახელი ნებისმიერმა ჩვენთაგანმა კარგად იცის. ბატონ გივის ერთი გამორჩეული ანეკდოტი გააჩნია:

„ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მდინარეში იხრჩობიან. მოცურავს ვიღაც თეთრწვერა კაცი ნავით და ხედავს, კაცი იხრჩობა.

ჰკითხა, სადაური ხარო? ქართველიო - მიიღო პასუხი. ორჯერ ორი რამდენიაო? - კვლავ შეეკითხა. ოთხიო. ამოიყვანა წყლიდან და დასვა ნავში.

ცოტა გამოცურა და ახლა მეორე კაცი დაინახა. სადაური ხარო? სომეხიო. სამჯერ სამი რამდენიაო? ცხრაო. ისიც აიყვანა ნავში.

არ გასულა დიდი დრო და ახლა მესამე კაცი შეამჩნია რომ იხრჩობოდა. სადაური ხარო? - ამასაც ჰკითხა. აზერბაიჯანელიო. ორიათას შვიდას სამოცდათოთხმეტი რომ ექვსიათას შვიდას სამოცდათოთხმეტზე გავამრავლოთ, რამდენიაო? Слуши, если в лодке места нет, скажи прямо.

- იცით, რაშია საქმე? უფალი გადახედავს ჩვენს ცხოვრებას და ჩადენილი სიკეთის მიხედვით განსჯის, სადაა თითოეული ჩვენთაგანის ადგილი” - ამბობს ბატონი გივი.