სავსემთვარობა - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

სავსემთვარობა - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

”სავსემთვარობისას თუ მოგეჩვენათ, რომ შინაგანად სინათლეს გამოასხივებთ, ე.ი. თქვენში ვარსკვლავი იმალება. აუცილებლად მიხედეთ თავსა და კარიერას.

მთავარია მოიფიქროთ და მოირგოთ რაიმე ერთი სახასიათო როლი, თანამედროვე მაყურებელს სწორედ ეს უნდა, მას სწორედ მსახიობის ერთადერთი სახასიათო სტილი ხიბლავს, გაურბის ხასიათების სიღრმესა და მრავალფეროვნებას.

 

გაითვალისწინეთ, რომ თანამედროვე მაყურებელს აღარ მოსწონს ”სპრავედლივი” ტიპები, მას ოდნავ გონებაჩლუნგი პერსონაჟები ურჩევია.  მოღვაწეობა დაიწყეთ აუცილებლად სერიალით. რადგან შორია ბოლივუდამდე და მექსიკამდე (ეს კი დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიებასთანაა დაკავშირებული), ადგილობრივი ბაზრით დაკმაყოფილდით.

 

როლის საძებნელად შორს წასვლა არა აუცილებელი, მეტრის ყოველ ამოსასვლელთან და მიწისქვეშა გადასასვლელებში გაკრულ პლაკატებზე დიდი წითელი ასოები გამცნობენ, რომ “ტელესერიალში გადასაღებად იწვევენ გოგონებსა და ვაჟებს 3-16 წლამდე”. იქვე იქნება მითითებული საკონტაქტო ნომრები, ასე რომ აღარ გადადოთ თქვენი შინაგანი ნათელის ყველას დასანახად გამობრწყინება”.

 

ქართულ ინტერნეტფორუმებზე გასულ კვირას ერთ–ერთი მთავარი საგოდებელი თემა, მთვარის ფაზების ცვლა და ამის გამო, შიშნარევი მოლოდინები იყო. თუმცა, მთვარემ თავისი საქმე გააკეთა და პატიოსნად დაუბრუნდა ძველ მდებარეობას. ამის გამო ატეხილი წიოკი კი წიოკადვე დარჩა...

 

სანამ ჩვენ სავსემთვარობის გამო ვგოდებდით, მანამდე მოამარ კადაფის დარდიანი თვალები ვნახეთ, თვალები, რომლებიც, ცაში აფრენილ ნატოს ბომბდამშენებს აცრემლებული შესცქეროდა...

 

ბუბა34: “კადაფის ვინ მისცა ჭკუა, თორემ აქამდე უკვე წასული იქნებოდა სადმე თბილ ქვეყანაში და შეირგებდა ნაშოვნ მილიარდებს. იჯდეს ახლა ბუნკერში და თქვლიფოს კონსერვები, ამერიკის ბომბების შიშით. ვგიჟდები – ამ დიქტატორებს სკამი ასე ძალიან როგორ უყვართ, რომ სიცოხლეც კი არ ანაღვლებთ სკამის ეშხით..“.

 

კადაფის საქმეб როგორც ჩანსб მართლა წასულია, მაგრამ ლიბიის მოვლენების გამო ჩვენ რატომ ვცქმუტავთ ასე ძალიან, მაგას ვერ ვხვდები...

 

რა არის ქვეყნის სიძლიერის განმსაზღვრელი ფაქტორი? ხელფასები ქვეყნების მიხედვით...

 

ზაზა_147: “ყოველთვის მაინტერესებდა რა იყო ქვეყნის სიძლიერის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რიგითი ადამიანების კეთილდღეობა და ნორმალური ცხოვრების დონე თუ გარკვეული ნაწილის კარგად ცხოვრების დონე. ხელისუფლებას და მის მხარდამჭერებს რომ უსმინო ყველაფერი კარგად მიდის, ცხოვრება უმჯობესდება, რეგიონში მოწინავე პოზიციებზე ვართ და ა.შ.

 

ოპოზიციას თუ მოვუსმენთ ყველაფერი უფსკრულისკენ მიექანება და თუ არა ამ ხელისუფლების დამხობა და ჩამოხრჩობა "სულ მთლად დავიღუპებით". ლიბიის მოსახლეობის ხელფასებზე გაჩენილმა კითხვებმა დამაინტერესა სხვა ქვეყნებში როგორ იყო ამ მხრივ მდგომარეობა და აღმოჩნდა, რომ ერთ–ერთი მაჩანჩალა ვართ ამ მხრივ მსოფლიოში“.

 

სამაგიეროდ, ჩვენ მე–11 ადგილზე ვართ ბიზნესის კეთების სიшოლის მხრივ!

 

შევარდნაძე –  ქართველთა მომთვინიერებელი...

 

გლობალისტი: “დიდი ხანი ვფიქრობდი იმაზე თუ როგორ შეძლო ბატონმა ედუარდმა ისეთი ძალაუფლების შექმნა რომელმაც როგორც იქნა დააშოშმინა ეს რევოლუციური ბუნების ქართველი ხალხი და რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვერ ამარცხებს და ვერც დაამარცხებს.

 

თუმცა რომ გადავხედე მის მიერ დატოვებულ კადრებს, ანუ ნაციონალურ მთავრობას, მივხვდი რომ დიდებული საქმე ჰქონდა გაკეთებული ბატონ ედუარდს... თუ როგორ არის სხვადასხვა ჯიშის და პროფესიის წარმომადგენელი დასაქმებული ერთიანი პარტიული მიზნის მისაღწევად (საქართველოს დასაღუპად) პირდაპირ გავოცდი.

 

ვინ იფიქრებდა რომ ერთ მშვენიერ დღეს მხედრიონელები, ებრაელები და სომხები ასე შეესისხლორცებოდნენ ერთმანეთს “ერთიანი საქმის“ კეთებაში. მართლაც დიდებული ქართველი ბრძანდებით ბატონო ედუარდ! თქვენნაირს სად იპოვიდა სოროსი საკუთარი ერის ასაოხრებლად?!“.

 

ისეб არ გამიკვირდებაб ახლა ედუარდი ფორუმებზე რომ დაძვრებოდეს და ამ პოსტსაც კითხულობდეს. სხვა რა საქმე აქვს...

 

გემოვნებიანები, ნიჭიერები, ჭკვიანები და პირიქით...

 

ანალგინ: “ნორმალურ ქვეყნებში გამოვნებაზე მართლა არ დავობენ და თუ დავობენ მხოლოდ პროფესიონალები, რომლებსაც იმ დარგის სპეციალური განათლება, ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ და მათი დავა იმავე დარგის განვითარებას ემსახურება. ნორმალურ ქვეყნებში ბრიტნი სპირსის მოსმენა გოიმობად არ ითვლება და ფლეიტაზე დაკვრა სვეცკობად. იქ თვლიან რომ ორივე ნორმალური მოვლენაა, შენ ის მოგწონს მე ეს. ნორმალურ ქვეყნებში "პოპსა" არ არსებობს, იქ ყველაფერი პოპია და როგორც წესი პოპის შემსრულებლები გაცილებით მდიდრები არიან ვიდრე ჯაზის ან კლასიკური მუსიკის.

 

აი ჩვენ კი ამ მრავალგანშტოებიანი სოციალური ფენის ერთერთი განშტოება, რომელსაც ლამის მთლიანად უზურპირებული აქვს ქვეყნის მედიასივრცე, გვტენის, რომ გამოცდილება სულაც არაა საჭირო, რათა ადამიანი ჭკვიანად ჩაითვალოს, აქ აღებულ წითელ დიპლომს კი იმაზე გაცილებით დაბალი ფასი აქვს, ვიდრე რომელიმე დასავლურ, მეექვსეხაირსხოვან სასწავლებელში გავლილ განათლების პირველ დონეს და რამდენიმე კონფერენციაზე ყავის დალევას; "ნანუკებმა" და "თიკოებმა" უნდა გადაგვიწყვიტონ რომ კონცეპტუალიზმი ყველაზე სვეცკი მიმდინარეობაა გამომსახველობით ხელოვნებაში“.

 

რაც დაიწერა, თავისთავად სიმართლეა. უბრალოდ, ყველა ქვეყანაში აღინიშნება მსგავსი ტენდენციები. ამერიკაშიც ასეა, რედნეკები და ქალაქელები, სამხრეთელები და იანკები. ზოგი ქანთრის და ბლუზს უსმენს, ზოგიც რეპს და პოპს. აქ უბრალოდ, წინა პლანზე სულ “ნანიკოები“ არიან და ესაა პრობლემა...

 

და კვლავ მძინარე და კონტროლირებადი ცხინვალი...

 

: “აგვისტოს ომს ბათუმში შევხვდი. ყოველთვის ვყიდულობ ჟურნალ “არსენალს“ და მგონი 6 აგვისტოს ნომერი იყო, სადაც სრულიად გარკვევით ეწერა, რომ რუსეთმა ყველაფერი მოამზადა სრულმასშტაბიანი ომისათვის. ჩამოთვლილი იყო რუსეთის მოქმედებები, ფაქტიური ვითარება და აღნიშნული იყო, რომ ასეთი საომარი მზადება აქამდე არ ყოფილა და საქართველო ფრთხილად უნდა ყოფილიყო.

 

სწორედ ამიტომ გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ თურმე ჩვენი ჯარი ცხინვალში შევიდა. ვერავის დავაჯერე რომ ეს რაიმე სპეცოპერაცია იქნებოდა და ალბათ ცხინვალის რომელიმე მისადგომი დაიკავეს მეთქი. ფაქტი ერთია: სააკაშვილმა მთელი ძალებით შეუტია ცხინვალს. როგორ გგონიათ, მან არ იცოდა რუსების მზადების შესახებ? სწორედაც რომ იცოდა, უფრო მეტიც, რუსული პროვოკაციები იყო იმის მინიშნება, რომ თუ სააკაშვილი აპირებდა ომში ჩაბმას. ეს სწორედ ეხლა უნდა გაეკეთებინა! მაგრამ რა იყო მათი მოტივები?“.

 

მთავარი ისაა, რომ კრიტიკულ მომენტებში ყველა ნამდვილ ბუნებას ავლენს. ზოგი წითელ ხიდზე გარბის, ზოგი მიწაზე ფორთხავს, ზოგი ჰალსტუხს ღეჭავს...

 

მიბაძვა კარგად ვიცით, მაგრამ საკუთარის გაფრთხილება ხშირად არ გამოგვდის...

 

lasha1997: “შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს ადამიანს შენი ტრადიციებიდან (ეს დროს მოაქვს), მაგრამ ყველაფრის უარყოფა შეიძლება ხალხო? ადრე რუსეთისგან ვაკოპირებდით ყველაფერს, ახლა დასავლეთისგან და სადა ვართ ჩვენ და საერთოდ გვიცხოვრია ამ დედამიწაზე ქართველებს?“.

 

ჩვენ არა, მაგრამ სომხებს რომ ყოველთვის უცხოვრიათ  – ეს ცხადია. თუ არ გჯერათ, კითხეთ და გეტყვიან...

 

ქართველების წვლილი კაცობრიობის პროგრესის პროცესში. რა შევმატეთ კაციობრიობას?

 

Sophist: “ძალიან დიდი ხანია ქართველი ერი არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ ის დღეისათვის წარმოადგენდა დედამიწაზე არსებულ ერებს შორის ერთ–ერთ ყველაზე ძველს.. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი არსებობის განმავლობაში ქართველმა ერმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კაცობრიობის საგანამანათლებო და ტექნოლოგიური პროგრესის პროცესში..

 

მოდი ვიმსჯელოთ თუ რა შევმატეთ კაცობრიობას მისი არსებობის განმავლობაში. რა წვლილი შევიტანეთ კაცობრიობის პროცესში. მოდი მე დავიწყებ:

1) ხალიბების (მონათესავე ერი) ლითონის გამოყენების დაწყება,

2) ღვინო ( საკამათო?),

კიდევ?“.

 

მთავარი ისაა, რომ ქართველები ცოტანი ვართ და სხვაზე ნაკლებ ზიანს ვაყენებთ დედამიწას.

 

პატარა თხუნელა - აუცილებელი განმარტებანი..

 

Diogene: „პატარა თხუნელას ამბავი, რომელსაც უნდოდა გაეგო, ვინ უქნა თავზე" – ამ საბავშვო წიგნს მთელი გადაცემა მიეძღვნა "იმედზე". გადაცემა რომ თვალშისაცემად ტენდენციური არ ყოფილიყო, ჩვენთანაც მოვიდნენ გამომცემლობაში და ჩამწერეს. მაგრამ ჩემი ნათქვამი ძალიან შეკვეცეს და მხოლოდ ის დატოვეს, რაც გადაცემის ნეგატიურ ტონს გაამძაფრებდა.

 

არადა, ამ წიგნს აქვს ყველა ის ღირსება, რაც კლასიკურ საბავშვო წიგნს უნდა ჰქონდეს – საინტერესო ამბავი, განსაკუთრებული პერსონაჟი, საოცარი ილუსტრაცია... არაფერს ვიტყვი წიგნის შემეცნებით ღირებულებასა და იმაზე, რომ პატარა თხუნელა ჭეშმარიტი მკვლევარია – ალბათ მხოლოდ დიად კულტურულ წიაღში შექმნილ პერსონაჟს შეეძლო ერკვია ასეთი დაჟინებით პრობლემის წარმომავლობა“.

 

მე მაპატიეთ და ჩემთვის რთულია თხუნელას ამბავში იუმორის დანახვა. ვიცი, შეიძლება ორიგინალურ, გერმანულ ვარიანტში გერმანული ენისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური იუმორი ან სიტყვებით თამაშია, მაგრამ საინტერესო რამდენაა – ძნელი სათქმელია...