პატრულთან დამეგობრებული “რუსთავის წყალი” რუსთაველების მოთმინების ფიალას ავსებს

პატრულთან დამეგობრებული “რუსთავის წყალი” რუსთაველების მოთმინების ფიალას ავსებს

ქვემო ქართლში ერთადერთი საკითხi, რომელსაც ადამიანი თავს ვერ დაადგამს, პოლიციაა. თითქმის ყოველი სადაო სიტუაციის დროს, რატომ არიან ეს ადამიანები, პოლიციელები, რიგითი მოქალაქეების წინააღდეგ, გაუგებარია. 

“ჩვენ უნდა გვიცავდეთ, შვილებო. ამათ რას დაყვებით? მოდი, გადმოდი და მომისმინე, რას ვამბობ.” – ეუბნებოდა რუსთავსი მე-16 მ/რ მე-7 ბინის მცხოვრები ლიანა ბალიაშვილი, პატრულის მანქანაში მჯდომ, სამართალდამცავებს.

საქმე იმაშია, რომ 23 მარტს, ღამის 11 საათზე, რუსთავის მე-16 მ/რ-ში, “რუსთავის წყალის” წერილი მიიტანეს. წერილის თანახმად, სავალდებულო გახდა წყლის მრიცხველების ბინებიდან სადარბაზოში გატანა. ამ სამუშაოს შესრულება, ტენდერში გამარჯვებულ შპს “მეოხს” დაევალა. მომსახურების საფასური 100 ლარს შეადგენს.

“მეოხისთვის” წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ქალბატონ ლიანას და მის სამეზობლოს “რუსთავის წყალი” “უმკაცრესი ზომებით” ემუქრება.

“შპს “მეოხი” სამუშაოებს დაიწყებს 2011 წლის 24 მარტს, 11 საათზე. თქვენი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის და ხელისშეშლის შემთხვევაში, შპს “რუსთავის წყალი” მიიღებს უმკაცრეს ზომებს” – ვკითხულობთ მე-16 მიკრორაიონის მაცხოვრებლებისთვის დატოვებულ განცხადებაში.

აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები რუსთაველები ამბობენ, რომ მათთან დილით, საპატრულო პოლიციის სამი მანქანის თანხლებით “მეოხის” და “რუსთავის წყლის” თანამშრომლები მივიდნენ.

“ოჯახში ყველა უმუშევარი მყავს, რატომ მაძალებენ წყლის მრიცხველის სადარბაზოში გატანას?! ასი ლარი გვიჯდება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მთავრი პრობლემა. მრიცხველის გარეთ გატანის შემდეგ, გადაგვითხრიან ბინებს, რადგან მილი გარედან ინდივიდუალურად უნდა მიუერთდეს, როგორც საპირფაროშოს, ასევე - სამზარეულოს. აქეთ გვინგრევენ ყველაფერს და ფულსაც ჩვენ გვახდევინებენ.

გასულ წელს ახალი მრიცხველი თვითონ დამადგმევინეს, 60 ლარი გადავიხადე. ვერ გავიგე, რა ვქნათ ხალხმა. ეს პოლიცია რას მოგვიყარეს?! ჩვენ რას ვაკეთებთ უკანონოს, თვითონ არიან დასაჭერები. ბინა ჩემი საკუთრებაა და არ შევუშვებ არავის. წყლის ჩაჭრის უფლებაც არ აქვთ. მოვიტან ჩემ გადახდილ ქვითრებს” – აღშფოთებას ვერ მალავს ლიანა ბალიაშვილი.

პატრულის ექსკორტით მოსულ “მეოხს” მრიცხველების სადარბაზოებში გამოტანის უფლება არ მიეცა. მე-16 მიკრორაიონის მაცხოვრებლებმა დასახმარებლად “სახალხო კრებას” დაურეკეს. კრებამ კი, თავის მხრივ, ინფორმაცია ჟურნალისტებს მიაწოდა.

”ჩვენ დახმარებისთვის მოგვმართეს ამ ადამიაებმა. სამართლებრივად გავერკვევით ყველაფერში და რაც შესაძლებელია, გავაკეთებთ. ამ დროისთვის კი ვხედავთ, რომ მათ მიუტანეს, რაღაც თითქოსდა ოფიციალური ფოკუმენტი, რის საფუძველზეც მრიცხველების გარეთ გატანას ავალდებულებენ. ასეთ ქმედებას კი ბინის საგრძნობი დაზიანები მოყვანება და საოცარია ისიც, რომ ამ თანხის გადახდასაც მოქალაქეებს აკისრებენ” – ამბობს სახალხო წარმომადგენლობითი კრების რუსთავის კომიტეტის თავჯდომარე, ნუგზარ გველესიანი.

ადგილობრივი ჟურნალისტების და სახალხო კრების მისვლის შემდეგ, “მეოხის” თანამშრომლები და პოლიცია გაურკვეველი მიმართულებით მიიმალნენ. კორპუსში იძულების წესით მრიცხველების მონტაჟი არ დაწყებულა.  

მოსახლეობის თქმით, ისინი სულ ცოტა იმას მაინც იმსახურებენ, რომ “მეოხმა” აჩვენოს მონახაზი იმისა, თუ რის გაკეთებას გეგმავს, მათ საკუთრებაში არსებულ ბინებში.

“ამ შემთხვევაში, მრიცხველების მონტაჟი ხდება სადარბაზოში. მოქალაქეები ინდივიდუალურად დებენ ხელშეკრულებას კონტრაქტორ კომპანიასთან, რომელიც ასრულებს შესაბამის სამუშაოებს.

ვისაც ეს ხელშეკრულება არ აქვს დადებული, მათ ბინაში კონტრაქტორი კომპანია ვერ შევა. მრიცხელის საფასურის გადახდა მოსახლეობას ერთბაშად არ მოუწევს - თანხა 24 თვეზე გადანაწილდება.

წყლის მრიცხველის სადარბაზოში დამონტაჟება სავალდებულოა. ასე რომ, თუ ითქვა, რომ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქალაქეებს წყალი ჩაეჭრებათ, ლოგიკურად გამოდის, რომ ასეც გააკეთებენ.”- ამბობს “რუსთავის წლის” პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ლია ანთაური.

ის, რომ “რუსთავის წყალს” და რუსთაველებს ურთიერთობები გასარკვევი აქვთ - ფაქტია, თუმცაგაუგებარია რატომ ერთვება მათ საქმეში ასე აქტიურად ძალოვანი უწყება. მრიცხველების სადარბაზოში გატანის მოწინააღმდეგეთა მცირე აქციას, მათზე მეტი სამართალდამცავი ადევნებდა თვალს და არა მხოლოდ თვალს - რამდენიმე მათგანს ვიდეოკამერა მოემარჯვებინა და საკუთარ ეზოში, საშინაო ტანსაცმელში ჩაცმულ რუსთაველებს ვიდეოს უღებდა.