თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში, ყველას უნახავს ფილმი ”ბედის ირონია”. აღარაფერს ვამბობთ, იმ ადამიანებზე, ვისთვისაც ეს კინოსეანსი ერთგვარი ტრადიციაა. ჰოდა, მაშინ, როდესაც ნადიასა და ჟენიას ლავსთორის უყურებთ ხოლმე, ალბათ არასოდეს გაგიმახვილებიათ ყურადღება იმ შეცდომებსა და ლაფსუსებზე, რომლებიც ფილმში მრავლადაა.
ყველას ახსოვს კადრი, ნადია თოვლში შეყვარებულის სურათს რომ იღებს. სინამდვილეში, ეს ოლეგ ბასილაშვილის ფოტოა, რომელიც რეჟისორმა რიაზანოვმა გადამღებ ჯგუფს მიაწოდა. საქმე ისაა, რომ იპოლიტის როლი ბასილაშვილს უნდა ეთამაშა, თუმცა იმ პერიოდში მას მამა გარდაეცვალა და როლზე შემდეგ იაკოვლევი დაამტკიცეს.
კინოშეცდომას ნადიას ორფეროვანი ტელეფონის შესახებ გამართლება მოეძებნა, თურმე ქალს ორი ტელეფონი ჰქონია: ერთი წითელი - ოთახში და მეორე მწვანე - მისაღებში. როდესაც ნადია მოსკოვის რკინიგზაში მიდის ბილეთის საყიდლად, ხდება ისე, რომ ტაქსიში მძღოლი იცვლება. ტაქსისთან დაკავშირებით ლაფსუსი უფრო ხანგრძლივიცაა: მანდილოსანი კეთილსინდისიერად მიჰყავთ რკინიგზამდე, თუმცა შემდეგ ნადია მიმართულებას იცვლის, გრიბოედოვზე ხვდება და ბილეთს ცენტრალური რკინიგზის სალაროში იძენს.
ჭურჭელს რაც შეეხება აქ ყველაფერი, შეიძლება ითქვას, რომ უწყვეტ მოძრაობაშია. თავდაპირველად, ქალი სუფრაზე ჭურჭელს მართლაც ადგილს უცვლის, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი მძინარე ლუკაშინს შენიშნავს, ჭურჭლის განლაგება უკვე სხვადასხვაგვარი ხდება. ჟენია მოგეხსენებათ ასრულებს სიმღერას - ”თუ თქვენ არ გყავთ ბიცოლა”. სიმღერის დასრულების შემდეგ, იგი გიტარას ნადიას აწვდის, მხოლოდ ისე, რომ გრიფი ქალისკენ მარჯვნივ ხვდება. ნადია რაღა თქმა უნდა ჯიმი ჰენდრიკსი არ არის, ამიტომ შემდეგ კადრში, ის გიტარის კორპუსს 180 გრადუსით ატრიალებს.
ხელოვნური თოვლის შესახებ, რომელიც ფილმში მოდის ალბათ თქვენც გსმენიათ. აბა მაშ რა ექნათ, პეტერბურგში იმ წელს თოვლი არ მოსულა. ნადიას, რომელიც გარეთ გადის ოთხკუთხედი ხელოვნური ფიფქები ეყრება და ეს თოვლი სხვათა შორის, მხოლოდ მიწაზე დევს.
თავდაპირველად იპოლიტის ავტო ისააკიევსკის ღობესთან მოცურდა, შემდეგ უეცრად ნევას მეორე ნაპირზე აღმოჩნდა, შემდეგ გაურკვეველია ავტომობილი სად ტრიალებს. საბოლოოდ, დიდ თოვლისსაწმენდ მანქანას ეჯახება და აქ უკვე გათენებულია, თუმცა თოვლი ეყრება თუ არა მის ავტომობილს, კადრში ისევ ღამდება.