ირაკლი ალასანიას კომენტარი აფხაზეთისა და რუსეთის მიერ გაერთიანებული ჯარების შესაძლო შექმნაზე

ირაკლი ალასანიას კომენტარი აფხაზეთისა და რუსეთის მიერ გაერთიანებული ჯარების შესაძლო შექმნაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების პროექტის განხილვის თაობაზე, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს, მედიის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. „არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი ღირებულება არ აქვს ჩვენთვის არანაირ აქტს, რომელსაც არაღიარებული ქვეყნის პარლამენტი მიიღებს. საქართველოს განუყოფელი ნაწილია აფხაზეთი, ისევე როგორც - ცხინვალი. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით დეოკუპაციის პროცესს დავიწყებთ " - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.