თბილისის საქალაქო სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, გენერალ კობა კობალაძის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმე ეხება 2014 წლის 1 თებერვალს „კურიერში“ გასულ ინფორმაციას, სადაც კობალაძე სამშობლოს ღალატშია
დადანაშაულებული და მუხროვანის ამბოხების ერთ-ერთ ორგანიზატორად არის დასახელებული. პროცესზე მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და დაადასტურა, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა, „რუსთავი 2“ მომხდარს ჟურნალისტის შეცდომას უკავშირებს. მომდევნო სასამართლო 7 ნოემბერს არის ჩანიშნული.
როგორც კობალაძის ადვოკატი ემზარ პაქსაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს „რუსთავი 2“-ის ეთერით გადაცემული სიუჟეტი თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო აგებული და „მოდერილებული ქრონიკის“ ანალოგს წარმოადგენდა, რომელიც გენერალ კობა კობალაძის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული.
„გავიდა სიუჟეტი ე.წ. მუხროვანის ამბოხების შესახებ, რომელიც აშკარად ცილისმწამებლურია ჩემი მარწმუნებლის მიმართ. კერძოდ, კობა კობალაძე ამ სიუჟეტში მოხსენიებულია როგორც მუხროვანის ამბოხების ერთ-ერთი ორგანიზატორი, თურმე ამბოხების დროს იმყოფებოდა მუხროვანის ტერიტორიაზე.
ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შეხება არ ჰქონია აღნიშნულ ამბოხთან, ეს დადასტურდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის განაჩენით, რომელიც უპრეცედენტო იყო იმ დროისათვისაც კი, და რომლითაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კობა კობალაძე გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში და გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან“, - აცხადებს ემზარ პაქსაძე.
დაცვის მხარე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სგან კობა კობალაძის სასრგებლოდ მიყენებული არაქონებრივი ზიანისათვის 1 მილიონის გადახდას ითხოვს, გარდა ამისა, ითხოვს 9 საათიან „კურიერში“ გამოაქვეყნოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდება მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ცილისმწამებლური ხასიათი.
თავად კობალაძე ამბობს, რომ მიზანმიმართულად მოხდა მისი სახელის და გვარის ხსება სიუჟეტში. მისივე თქმით, ტელეკომაპანიისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ სააკაშვილის დროინდელმა სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო აღნიშნულ საქმეში, თუმცა ამის მიუხედავად, მისი როგორც ამბოხის ორგანიზატორად დასახელება მოხდა სიუჟეტში.
„სასამართლო პროცესზე მეორე მხარე ამბობს, რომ დამნაშავე არის ჟურნალისტი, მისი დაუდევრობით მოხდაო. უკაცრავად, მაგრამ სულ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებაში რატომ ეშლებათ, პოზიტიური ინფორმაციის გავარცელებაში რატომ არაფერი არ ეშლებათ ეს ვერ გავიგე. აბსოლუტურ ბრუნვაში იყო ჩემი გვარი და სახელი ნახსნები, არც გაითვალისწინეს ის, რომ მუხედავად იმ პერიოდის უზნეობისა, რეალურად, სასამართლომ, სხვებთან შედარებით, გამოიტანა გამამარლებელი განაჩენი“, - აცხადებს კობალაძე.
მისივე განცხადებით, აბოსლუტური შემხებლობა ამ ისტორიასთან არ ჰქონდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, 4 წლის შემდეგ ისევ მოიხსენიეს როგორც ამბოხის ორგანიზატორი.
„მომიხსენიეს არა მარტო ქვეყნის მოღალატედ, თურმე მე ვემსახურები ვიღაცა ძალებს. ოჯახი მყავს, რომლებმაც ეს ძალიან განიცადეს. სწორედ, რომ ამან გადამაწყვეტინა პასუხისმგებლობის ფორმაში ჩამეყენებინა ის ჯგუფი, რომლისთვისაც ღირებული არაა ადამიანური ფასეულობები. მიზანმიმართულად მოხდა ჩემი დისკრედიტაცია და საქმიანი რეპუტაციის შელახვა. ამ ნეგატიური ნიაღვირს ფონზე გადავწყვიტე სიმართლის ძალით ვაიძულო ტელეკომპანაია კონკრეტული არითმეტიკით მოახდინოს თუნდაც ქველმოქმედება იმ მოქალაქების სასარგებლოდ რომლებიც დაზარალებულები არიან.
არ ვსაუბრობ მორალურ მხარეზე, მე მათთან ვსაუბრობ ეკონომიკურ მხარეზე. ვხედავ, რომ მათთვის ამ ეტაპზე ყველაზე დიდი დასასჯელი მექანიზმი იქნება სწორეს ის, რომ ვიღაცა დაელაპარაკება ეკონომიკაზე და არა მორალზე. ტელეკომპანიისგან ვითხოვ 1 მილიონ ლარს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კობა კობალაძე.