ახალქალაქში უკანონო სამარხიდან დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო

ახალქალაქში უკანონო სამარხიდან დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ახალქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის უკანონო სამარხი აღმოაჩინეს და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს.

სულ ამოღებულია: ტანკის 128 ჭურვი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის 3969 ამფეთქი დეტონატორი და 15 480 ამფეთქი ზამბარა. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები საბრძოლო მასალის წარმომავლობის და მფლობელის ვინაობის დასადგენად.

გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).