კინოკომპანია Sony Pictures–ი დევიდ ფინჩერს ფილმ “კლეოპატრას“ რეჟისორის კანდიდატად განიხილავს. ფინჩერთან თანამშრომლობის იდეა პროექტის პროდიუსერმა სკოტ რუდინმა მოიწონა, რომელსაც რეჟისორთან მუშაობის გამოცდილება აქვს. კერძოდ, რუდინი ფილმ “სოციალური ქსელის“ პროდიუსერი იყო.
მანამდე ფილმ “კლეოპატრასადმი“ ინტერესი ჯეიმს კემერონმა გამოამჟღავნა, თუმცა მოგვიანებით მან, ისევე როგორც პოლ გრინგრასმა, პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა.
სკოტ რუდინმა განაცხადა, რომ ახალი სურათი მაყურებელს შესაძლებლობას მისცემს, ეგვიპტის დედოფლის პიროვნებას სხვა თვალით შეხედონ. ფილმში კლეოპატრა წარმოდგენილი იქნება ჭკვიან პოლიტიკოსად, ტაქტიკოსად და მებრძოლად. მის როლს, სავარაუდოდ, ანჯელინა ჯოლი შეასრულებს.