შეხვედრა თავდაცვის ატაშეებთან (ვიდეო)

შეხვედრა თავდაცვის ატაშეებთან (ვიდეო)

დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ანდრია გოცირიძემ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეებს უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები.  თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ბიუროს პროექტების მართვის სამმართველოს  უფროსმა, თამარ გამყრელიძემ  სტუმრებს  ბიუროს ფუნქციებსა და მიზნებზე პრეზენტაცია წარუდგინა.  პრეზენტაციაში ყურადღება  საქართველოში კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებასა და ამ კუთხით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარების  მნიშვნელობაზე გამახვილდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.  ბიუროს ხელმძღვანელმა პირებმა  თავდაცვის ატაშეების კითხვებს უპასუხეს და მათი რეკომენდაციები მოისმინეს. მხარეებმა  კიბერუსაფრთხოების  კუთხით მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

კიბერსაფრთხეებთან ბრძოლა თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საქართველოში კიბერუსაფრთხოების თემატიკამ აქტუალობა, 2008  წლის აგვისტოში, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ შეიძინა.