ალექსანდრე დიუმა სანამ ახალ რომანზე მუშაობას შეუდგებოდა დიდ დროს ატარებდა მემუარების, ისტორიული და საარქივო მასალების კითხვაში. დადიოდა იმ ადგილებში, სადაც მომავალი რომანის მოქმედება უნდა განვითარებულიყო. მისი პერსონაჟების დიდ ნაწილს სავსებით რეალური პროტოტიპები ჰყავდა.
განთქმული რომანის “გრაფი მონტე-კრისტოს” სიუჟეტური ქარგა მწერალს უკარნახა ეპიზოდმა პოლიციის ქრონიკებიდან, რომელიც 1838 წელს გამოაქვეყნა პარიზის პოლიციის არქივარიუსმა ჟაკ პეშემ. ამ ვრცელ გამოცემაში დიუმას ყურადღება მიიპყრო ნარკვევმა “ალმასი და შურისძიება”. ნაპოლეონის იმპერიის დროინდელ სისხლის სამართლის საქმეში ყველაფერი დაიწყო სიყვარულითა და ვერაგობით ჩაშლილი ქორწილით.
ახალგაზრდა მეწაღე ფრანსუა პიკო ლამაზ და შეძლებულ მარგარიკა ვიგორზე იყო შეყვარებული. ქორწილამდე მცირე ხნით ადრე ახალგაზრდა კაცმა მეგობრებს პარიზის ერთ-ერთი დუქანში ამცნო, რომ მისი მარტოხელა ცხოვრება მალე დასრულდებოდა.
სულხან-საბას მიხედვით “შური მწუხარებაა გულისა სხვისა სიკეთესა ზედა”... “მეგობრებმა” დასმენის ბარათი დაწერეს, რომელშიც პიკოს ლუი მე-18 ჯაშუშობაში. პიკო 7 წლით დაატუსაღეს.
ციხეში პიკომ გაიცნო იტალიელი პრელატი, რომელმაც მემკვიდრეობით დაუტოვა დაახლოებით 7 მილიონი ფრანკი. გათავისუფლების შემდეგ პიკომ ყოფილ მეგობრებს ნამდვილი სამსჯავრო მოუწყო, თუმცა მათთან ერთად თავადაც დაიღუპა. ალექსანდრე დიუმას მდიდარი წარმოსახვის წყალობით კი არაფრით გამორჩეული მეწაღე ფრანსუა პიკო იქცა ჯერ მამაც და მომხიბვლელ მეზღვაურ ედმონდ დანტესად, შემდეგ კი იდუმალ, ლამის მისტიური ძალაუფლების მქონე გრაფ მონტე-კრისტოდ.