"რაც შეეხება თხევადი ჰეროინის ამოღების ფაქტს, მინდა გითხრათ რომ ასეთი რაოდენობით ჰეროინის ამოღების ფაქტს ადგილი არ ჰქონია საქართველოს ისტორიაში. ეს არის დიდი მუშაობის შედეგი. მათ შორის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენი კრიმინალური პოლიციის ეფექტიან მუშაობას და შესაბამისად ჩვენ მოვახდინეთ ოპერატიულ ინფორმაციის საფუძველზე რეაგირება, ეს პროცესი შემდეგ გამოძიების ფარგლებში გაგრძელდა და შესაბამისად ამ კონკრეტულ ვითარებასთან დაკავშირებით პროკურატურისგან მიიღებთ კონკრეტულ ინფორმაციას".