"როდესაც პიროვნება, ლაპარაკია უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელიც სამართლებლივი საფუძვლის გარეშე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, უკვე არღვევს კანონს, და შესაბამისად, სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა მოახდინონ რეაგირება, ეს არის ევროპული სტანდარტი. ამას ითვალისწინებს ვიზა–ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, და შესაბამისად, ეს ვალდებულება, რაც იკისრა ქვეყანამ, შეასრულა ღირსეულად. აქამდე კი ეს პროცესი იყო რეგულაციის მიღმა დატოვებული. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ძალიან ბევრია საქართველოში სწორედ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა უწინ მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მომხდარიყო მათი გამოვლენა, ვთქვათ, განთავსება დროებით და შემდეგ, როგორც ამას სამართლებრივი პროცედურები ითხოვს – გაძევებაც. და სწორედ ეს ცენტრი, სადაც თქვენ დღეს იმყოფებით და რომელიც მართლაც, რომ ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს და მეტსაც ვიტყოდი, ჩვენ რამდენიმე ევროპის ქვეყანა მოვინახულეთ და აქ მდგომარეობა რაც გვაქვს, იმ მდგომარეობას არაფრით არ ჩამოუვარდება, მეტიც კი – უკეთესი მდგომარეობაა, იძლევა უკვე იმის საფუძველს, ანუ ეს შენობა, რომ გამოვლენილი არალეგალი განთავსდეს დროებით და შემდეგ უკვე სამართლებრივი პროცედურები დაიწყოს მისი ქვეყნიდან გაძევების შესახებ".